„რიკო ექსპრესში“ გარე სალაროების დამონტაჟება გრძელდება! ამჟამად გარე სალაროები ორგანიზაციის ხაშურის ფილიალში დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ სალაროები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ნებისმიერი მომსახურება დახურულ სივრცეში შესვლის გარეშე.
მოგახსენებთ, რომ გარე სალაროების დამონტაჟება „რიკო ექსპრესმა“ ივლისის თვეში დაიწყო, რისთვისაც 500 000-ზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელდა. ამ გზით კომპანია ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკი და ინფიცირებისგან დაიცვას როგორც მომხმარებლები, ასევე თანამშრომლები.
„რიკო ექსპრესი“ ბოდიშს გიხდით სერვისის ღია სივრცეში გადმოტანასთან დაკავშირებული დისკომფორტისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მალე დაუბრუნდება.
„რიკო ექსპრესისთვის“ მომხმარებლისა და თანამშრომლების უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია და ნებისმიერ სხვა ინტერესზე მაღლა დგას.
სააღდგომო სიურპრიზი საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ათენში, Zinonos-ის 8 ( LUCHANO TRAVEL ) ნომერში მდებარე ფილიალიდან, საქართველო
სრულად"რიკო ექსპრესში" ოქროს შეფასება უპრეცედენტოდ გაიზარდა. დღეისათვის ხარისხის მიხედვით ოქროს ფასი შემდეგნაირია: 958-სინჯიანი 180 ₾, 900 - ია
სრულადთამასუქის სრული თანხის გატანა 3 თვეშია შესაძლებელი. აქვე გაცნობებთ, რომ ოქროს თამასუქის მომხმარებელს საპროცენტო სარგებელის მიღება
სრულად