რიკოგრამი
დიდი ხანია, რაც თანხის გაგზავნა პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა რიგ შემთხვევებში დროის ინტერვალის, გზავნილის მაღალი საკომისიოსა, თუ სხვა მიზეზების გამო მაინც პრობლემად რჩება.
„რიკო-გრამი“ „რიკო ექსპრესის“ უნიკალური პროდუქტია. მისი საშუალებით ფულადი გზავნილის გაგზავნა და მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი. თანხის გაგზავნის საკომისიო მხოლოდ 0,5 %-ს შეადგენს, ხოლო თანხა ანგარიშზე უმოკლეს დროში ისახება.
„რიკო ექსპრესის“ ფილიალები 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს და ის ამითაც გამოირჩევა.
კომფორტული და მომხმარებელზე იდეალურად მორგებულია „რიკო-გრამის“ ფულადი გზავნილები საქართველოსა და საბერძნეთს შორის. საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 0.8 %-ს შეადგენს, როგორც საქართველოდან საბერძნეთის, ისე საბერძნეთიდან საქართველოს მიმართულებით. თანხა 24 საათის განმავლობაში უმოკლეს დროში ისახება, ხოლო მისი ოდენობა შეზღუდული არ არის.
Taza - RicoGram Menandrou 40, Athens
Tel: 0030 210 5243605
Taza - RicoGram Menandrou, 44 Athens
Tel: 0030 210 5239737
Taza - RicoGram Menandrou 58, Athens
Tel: 2105223232
Taza - RicoGram Omonoia 12 , Athens
Tel: 0030 210 3257648
Taza - RicoGram Halakeon 25, Thessaloniki
Tel: 0030 231 0283740
თუ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით თანხის გაგზავნა გსურთ, „რიკო-გრამი“ ამ შემთხვევაშიც იდეალური არჩევანია. გაგზავნის საკომისიო 0.9 %-ია და თანხაც უმოკლეს დროში ისახება ადრესატის ანგარიშზე. 250-ზე მეტი სერვის-ცენტრიდან თანხის გაგზავნა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
მისამართები იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://ricogram.ge/
ესპანეთიდან საქართველოს მიმართულებით თანხის გაგზავნა ისეთივე მარტივია, როგორც „რიკო-გრამის“ სიაში მყოფი სხვა ქვეყნებიდან. საკომისიო მხოლოდ 1.1%-ია. გამოგზავნა კი 24 საათის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი.
მისამართები იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://ricogram.ge/
„რიკო-გრამი“ საქართველოს მიმართულებით თანხის გაგზავნას იტალიიდანაც უზრუნველყოფს. 2020 წლის ნოემბრიდან რიკოგრამით იტალიიდან და იტალიაში ფულადი გზავნილის საკომისიო მხოლოდ 1%-ია, ხოლო საქართველოში თანხის მიღება ნებისმიერ დროს, 24/7-ზე არის შესაძლებელი.
მისამართები იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://ricogram.ge/