ჩვენ შესახებ | Rico Credit Skip to main content

ჩვენ შესახებ

გმადლობთ, რომ აგვირჩიეთ ჩვენ!

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ თითქმის ორი ათწლეულია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზრდადი, განვითარებაზე ორიენტირებული ლიდერი კომპანია ფინანსურ სექტორში.

დაფუძნებიდან დღემდე კომპანიამ განვითარების სხვადასხვა საფეხური გაიარა!

დავიწყეთ იმით, რომ „რიკო ექსპრესი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფინანსური ორგანიზაციაა. 2007 წელს ოფიციალურად მოგვენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი და მას შემდეგ, კომპანიამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. 2011 წელს “რიკო ექსპრესი” გახდა საქართველოში “HSBC ბანკის” უმსხვილესი აქტივის მფლობელი, შემდეგ დავიწყეთ გაფართოება და შედეგად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოვიცავით.

რა ხდება დღეს ჩვენთან?

დღესდღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რიკო ექსპრესი“ საქართველოში ერთადერთი კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტია. ფინანსური მდგრადობის შედეგად, შევძელით წარმატებით შეგვენარჩუნებინა და მოგვეზიდა ახალი პარტნიორები თუ მომხმარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთგულ მომხმარებელთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ორგანიზაციის გუნდისა და მაღალპროფესიონალი თანამშრომელთა დამსახურებაა.

„რიკო ექსპრესი“ მომხმარებელს სთავაზობს მყარ და მაღალსარგებლიან სერვისებს: ფულად გზავნილებს, იპოთეკურ და სალომბერდო სესხებს. ამ ეტაპზე „რიკო ექსპრესი“ ფლობს 42 ფილიალს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, ხაშურში, გორში, რუსთავში, თელავში, ზესტაფონში, სამტრედიშა, წყალტუბოში, ქობულეთში, გურჯაანსა და ჭიათურაში. თითოეული ობიექტი კომპანიის საკუთრებაშია. ქსელის გაფართოება დინამიკრი პროცესია, რიკოს ქსელს რამდენიმე ახალი ფილიალი დაემატება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.