რიკოგრამი | Rico Credit Skip to main content

რიკოგრამი

რიკოგრამი „რიკო ექსპრესის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც საერთაშორის და საქალაქთაშორისო გზავნილების ყველაზე ხელმისაწვდომი, სწრაფი და მოხერხებული საშუალებაა. თანხის გაგზავნა საბერძნეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ისრაელიდან უკვე ძალიან მარტივი და იაფია.

საბერძნეთი
0.9%
ისრაელი
0.9%
იტალია
1%
ესპანეთი
1.1%

ფულადი გზავნილები - სად შეიძლება რიკოგრამით თანხის გაგზავნა? 

ამჟამად რიკოგრამი 5 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ესენია: საქართველო, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და ისრაელი. რიკოგრამით თანხის გაგზავნა საქართველოში რიკო ექსპრესის, ხოლო სხვა ქვეყნებში რიკოგრამის ფილიალებიდან არის შესაძლებელი. რიკოგრამის ფგილიალების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე Ricogram.ge

როგორ შევამოწმოთ არის თუ არა რიკოგრამი ჩვენს ქალაქში?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიკოგრამით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება საბერძნეთში, ესპანეთში იტალიასა და ისრაელში არის ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რომელ ქალაქებშია ხელმისაწვდომი რიკოგრამის მომსახურება, უნდა ეწვიოთ რიკოგრამის ვებგვერდს Ricogram.ge, აირჩიოთ ქვეყანა და იხილოთ ქალაქების ჩამონათვალი. სასურველი ქალაქის არჩევისას კი გამოჩნდება ქალაქში არსებული რიკოგრამის ფილიალების მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია.

როგორ გავაგზავნოთ და მივიღოთ თანხა რიკოგრამით? 

რიკოგრამით თანხის გაგზავნა და მიღება ძალზე მარტივია! თუ თანხას აგზავნით, მაშინ თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა და გასაგზავნი თანხა, გაგზავნისას უნდა მიუთითოთ მიმღების სახელი და გვარი, რომელიც პასპორტის ან პირადობის მოწმობის მეშვეობით 24 საათის განმავლობაში მიიღებს კუთვნილ თანხას. თანხის გაგზავნისას, თქვენ მიიღებთ გადარიცხვის კოდს, რომელიც აუცილებლად უნდა აცნობოთ მიმღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადარიცხვის იდენტიფიკაცია ვერ მოხდება.

რიკოგრამით თანხის გაგზავნა-მიღება კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ რიკო ექსპრესის ფილიალების გარდა, რიკოგრამის ფულადი გზავნილების მიღება თიბისის, საქართველოს, ლიბერთისა და ტერა ბანკის ფილიალებშიც არის შესაძლებელი.

დიდი ხანია, რაც თანხის გაგზავნა პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა რიგ შემთხვევებში დროის ინტერვალის, გზავნილის მაღალი საკომისიოსა, თუ სხვა მიზეზების გამო მაინც პრობლემად რჩება.

„რიკო-გრამი“ „რიკო ექსპრესის“ უნიკალური პროდუქტია. მისი საშუალებით ფულადი გზავნილის გაგზავნა და მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი და თანხა ანგარიშზე უმოკლეს დროში ისახება.

საქართველოს მასშტაბით თანხის გაგზავნის საკომისიო 0,5 %-ია!

კომფორტული და მომხმარებელზე იდეალურად მორგებულია „რიკო-გრამის“ ფულადი გზავნილები საქართველოსა და საბერძნეთს შორის. თანხა 24 საათის განმავლობაში უმოკლეს დროში ისახება, ხოლო მისი ოდენობა შეზღუდული არ არის.

რაც მთავარია, საქართველოდან საბერძნეთში და საბერძნეთიდან საქართველოში თანხის გაგზავნის საკომისიო რეკორდულად მცირე 0.9 %-ია!


საბერძნეთში რიკოგრამის მისამართები იხილეთ ბმულზე.

თუ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით თანხის გაგზავნა გსურთ, „რიკო-გრამი“ ამ შემთხვევაშიც იდეალური არჩევანია. თანხა ადრესატის ანგარიშზე უმოკლეს დროში ისახება. რიკოგრამის 250-ზე მეტი სერვის-ცენტრია რაც თითქმის სრულიად ფარავს ისრაელს. თანხის ისრაელიდან და ისრაელში თანხის გაგზავნა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

ისრაელიდან საქართველოში და პირიქით ფულადი გზავნილების საკომისიო მხოლოდ 0.9 %-ია!

ისრაელში რიკოგრამის მისამართები იხილეთ ბმულზე.

ესპანეთიდან საქართველოს მიმართულებით თანხის გაგზავნა ისეთივე მარტივია, როგორც „რიკო-გრამის“ სიაში მყოფი სხვა ქვეყნებიდან. ესპანეთში რიკოგრამის ქსელს 400-ზე მეტი ფილიალი აქვს და ქვეყნის თითქმის სრულიად ფარავს ესპანეთს.

ესპანეთიდან საქართველოში და პირიქით თანხის გაგზავნის საკომისიო მხოლოდ 1.1%-ია!

ესპანეთში რიკოგრამის მისამართები იხილეთ ბმულზე.

იტალიიდან საქართველოში და პირიქით თანხის გაგზავნა პრობლემას აღარ წარმოადგენს! რიკოგრამმა უკვე იტალიაშიც გაითქვა სახელი. რაც მთავარია საქართველოში თანხის მიღება ნებისმიერ დროს 24/7-ზე არის შესაძლებელი.

რიკოგრამს იტალიაში უპრეცედენტოდ დაბალი საკომისიო - სულ რაღაც 1% აქვს.

იტალიაში რიკოგრამის მისამართები იხილეთ ბმულზე.