რა არის რიკოგრამი? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

რიკოგრამი

რა არის რიკოგრამი?

...

რიკოგრამი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ფულადი გზავნილების მარტივი, სწრაფი და იაფი საშუალებაა. მაშინ, როცა სხვა ორგანიზაციები მაღალ საკომისიოს, რთულ ბიუროკრატიასა და თანხის ჩარიცხვის გაუთავებელი მოლოდინით გამოირჩევიან, რიკოგრამი საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ სწრაფი გზავნილები და მიიღოთ თანხა კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში ყოველგვარი ფარული ხარჯის გარეშე. 

როგორ გავაგზავნოთ და მივიღოთ თანხა რიკოგრამის მეშვეობით?

რიკოგრამით თანხის გაგზავნა ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ გასაგზავნი თანხა და პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. გაგზავნისას უნდა მიუთითოთ მიმღების სახელი და გვარი, რომელიც პირადობის მეშვეობით მიიღებს გაგზავნილ ოდენობას. რიკო ექსპრესის ფილიალების მეშვეობით თანხის გაგზავნა-მიღება კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, თანხის მიღება თიბისის, საქართველოს, ლიბერთისა და ტერა ბანკის ფილიალებშიც არის შესაძლებელი.

რომელ ქვეყნებში მოქმედებს რიკოგრამი?

საზღვარგარეთ რიკოგრამის გამოყენება საბერძნეთში, იტალიაში, ისრაელსა და ესპანეთში არის შესაძლებელი. გაგზავნილი თანხა ადრესატს 24 საათის განმავლობაში დაერიცხება. რიკოგრამით საქართველოს შიგნით - საქალაქთაშორისო გზავნილების გახნორციელებაც შესაძლებელია, რიკოს ფილიალები ხომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია.

რა ჯდება რიკოგრამით სარგებლობა?

არანაირი ფარული ხარჯები! რიკოგრამით სარგებლობისას თქვენ მხოლოდ საკომისიოს გადაიხდით. რიკოგრამი გთავაზობთ საქართველოში ყველაზე დაბალ საკომისიოს, რომლის ღირებულებაც ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, საბერძნეთში საკომისიო 0.8%-ს შეადგენს, ისრაელში 0.9%-ს, იტალიასა და ესპანეთში კი - 1.1%. რაც შეეხება საქალაქთაშორისო გზავნილებს, ამ შემთხვევაში საკომისიო 0.5%-ია. 

 

Other articles Full archive