მისო "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას სქრინინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ანაზღაურება: 1400 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს აღწერა:
** ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა;
** კლიენტთა ბაზის შედარება სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან.
მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel და სხვ.);
** სასურველია რუსულის და ინგლისურის ცოდნა;
** სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში;
** სასურველია ჰქონდეს AML სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაითვალისწინეთ:
** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის ცნობა;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.