მისო "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ანაზღაურება: 2200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა (1 წელიწადში ზრდის პერსპექტივით + საბონუსე სისტემა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** AML პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
** კლიენტების და მათ მიერ შესრულებული ოპერაციების შესწავლა, დამუშავება საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენის მიზნით;
** კლიენტთა სათანადო რისკის დონის განსაზღვრა და სათანადო ანალიზის საფუძველზე რისკის დონის ცვლილება;
** მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა და მათ შესახებ ინფორმაციის ფმს-ში დროული წარდგენა;
** მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში AML მიმართულებით;
** AML კანონმდებლობის, საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel და სხვ.)
** სასურველია რუსულის და ინგლისურის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაითვალისწინეთ:
** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის ცნობა;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.