ფულადი გზავნილები | Rico Credit Skip to main content

ფულადი გზავნილები

გააგზავნე და მიიღე

დაფუძნებიდან ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო საქართველოში, რომელიც ფულადი გზავნილების უმსხვილესი ორგანიზაცია "მინიგრამის“ პარტნიორი გახდა საქართველოში. მოგვიანებით კი „„რიკო ექსპრესი“-ს პარტნიორ  ორგანიზაციათა რიგს შეემატა „ვესტერნ უნიონი“ (Western Union), „იუნისტრიმი“ და სხვა მრავალი.

დღესდღეობით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ უკვე  10 პარტნიორი ორგანიზაციის მეშვეობით განახორციელონ ყველაზე მოქნილი და დაბალპროცენტიანი სერვისი ფულადი გზავნილების მიმართულებით. ეს ორგანიზაციებია:  RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT, WELSEND, PRIVATMONY, SIGUE.  „რიკო ექსპრესი“ თითოეული ფინანსური ორგანიზაციის პირდაპირი პარტნიორია საქართველოში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ულიმიტოდ მიიღოს ან გააგზავნოს ფული მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

მოქნილი და მარტივი მომსახურების პირობებიდან გამომდინარე, რასაც „რიკო ექსპრესი“ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია მიღებული თანხის კონვერტაცია იმ დროისთვის დაფიქსირებული ყველაზე მაღალი კურსით.

„რიკოგრამი“

„რიკოგრამი“ - ფულადი გზავნილები საბერძნეთის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
2012 წლის მაისიდან „რიკო ექსპრესმა“ სისტემაში დანერგა ახალი სერვისი ფულადი გზავნილების მიმართულებით - "რიკოგრამი", რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ საბერძნეთში, ისრაელში, ესპანეთსა და იტალიაში.

საქართველოდან საბერძნეთის მიმართულებით თანხის გაგზავნის საკომისიო შეადგენს 0.8%-ს, ისრაელში 0.9%-ს, იტალიასა და ესპანეთში კი - 1.1%. რაც შეეხება საქალაქთაშორისო გზავნილებს, ამ შემთხვევაში საკომისიო 0.5%-ია. 

„რიკოგრამი“ „რიკო ექსპრესის“ უნიკალური პროდუქტია, რომელიც ბაზარზე არსებული სხვა მიახლოებული სერვისებისგან გამოირჩევა. მომხმარებელს შეუძლია დროის უმოკლეს პერიოდში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეასრულოს ფულადი ოპერაცია (გადარიცხოს ან მიიღოს თანხა) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერად, დროის მინიმალურ მონაკვეთში გადარიცხოს მისთვის სასურველი ოდენობის თანხა (სერვისი მომხმარებელს არ ზღუდავს თანხის მოცულობასა და ოდენობაში)

„რიკოგრამის“შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს და წაიკითხოთ ჩვენი ბლოგი.

ვალუტის კურსები

გადაახურდავე საუკეთესო პირობით
ყიდვა გაყიდვა
USD 3.1300 3.1450
EUR 3.6420 3.6620
RUR 0.0433 0.0453
ILS 0.9070 1.0470
GBP 4.3130 4.3530
TRY 0.3170 0.3570
CHF 3.3810 3.4210
CAD 2.3900 2.5400
AED 0.7540 0.9540
AMD 0.0063 0.0069
AZN 1.7960 1.8960

დამიკონვერტირე

გააგზავნე და მიიღე