ჩვენ შესახებ | Rico Credit Skip to main content

ჩვენ შესახებ

გმადლობთ, რომ აგვირჩიეთ ჩვენ!

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ თითქმის ორი ათწლეულია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზრდადი, განვითარებაზე ორიენტირებული ლიდერი კომპანია ფინანსურ სექტორში.

დაფუძნებიდან დღემდე კომპანიამ განვითარების სხვადასხვა საფეხური გაიარა!

„რიკო ექსპრესი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფინანსური ორგანიზაციაა. 2007 წელს ოფიციალურად მოგვენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი და მას შემდეგ, კომპანიამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. 2011 წელს “რიკო ექსპრესი” გახდა საქართველოში “HSBC ბანკის” უმსხვილესი აქტივის მფლობელი, შემდეგ დავიწყეთ გაფართოება და შედეგად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოვიცავით.

რა ხდება დღეს ჩვენთან?

დღესდღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რიკო ექსპრესი“ საქართველოში ერთადერთი კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტია. ფინანსური მდგრადობის შედეგად, შევძელით წარმატებით შეგვენარჩუნებინა და მოგვეზიდა ახალი პარტნიორები თუ მომხმარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთგულ მომხმარებელთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ორგანიზაციის გუნდისა და მაღალპროფესიონალი თანამშრომელთა დამსახურებაა.

„რიკო ექსპრესის“ ჯგუფს აერთიანებს მაღალპროფესიონალური შრომითი ეთიკა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რაც შემდგომ ფაქტორებში გამოიხატება:

  •  „რიკო ექსპრესი“, როგორც ბაზრის წამყვანი აქტორი, აწესებს მომხმარებლისთვის ყველაზე მაღალსარგებლიან სტანდარტებს;
  • კომპანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფარული ხარჯების, საკომისიოების და სხვა წინასწარ განუჭვრეტელი გადასახადის დაკისრებას ნებისმიერი მომხმარებლისთვის;
  • კომპანია იზიარებს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის დაუშვებლობას, როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების მიმართ და კარიერული განვითარების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სქესის, რელიგიური, ეთნიკური თუ რაიმე სხვა ნიშნის მატარებელ თანამშრომელს;
  • კომპანია შესაბამისად აფასებს დასაქმებულთა პროფესიონალიზმსა და შრომისმოყვარეობას;
  • რიკო ექსპრესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კორუფციას, თაღლითობას, ფულის გათეთრებას და ყველა სხვა ფინანსურ თუ არასაფინანსო კრიმინალურ საქმიანობას.

„რიკო ექსპრესი“ მომხმარებელს სთავაზობს მყარ და მაღალსარგებლიან სერვისებს: ფულად გზავნილებს, იპოთეკურ და სალომბერდო სესხებს. ამ ეტაპზე „რიკო ექსპრესი“ ფლობს 49 ფილიალს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, ხაშურში, გორში, რუსთავში, თელავში, ზესტაფონში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ქობულეთში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, კასპში, გურჯაანში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და ახალქალაქში. თითოეული ობიექტი კომპანიის საკუთრებაშია. ქსელის გაფართოება დინამიკური პროცესია, რიკოს ქსელს რამდენიმე ახალი ფილიალი დაემატება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.