ფულადი გზავნილები იტალიიდან - რიკოგრამს 4 ახალი ფილიალი შეემატა | Rico Credit Skip to main content

სიახლეები

23 November, 2020

ფულადი გზავნილები იტალიიდან - რიკოგრამს 4 ახალი ფილიალი შეემატა

...

ათასობით ქართველი ემიგრანტისთვის, სტუდენტისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის წლებია რიკოგრამი ფულის გაგზავნის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ფართოვდება. წელს რიკოგრამის ქსელს 4 ახალი ფილიალი შეემატა - ოთხივე იტალიაში - რომში, მილანში, ბარში და ფლორენციაში, ამ ჩამონათვალს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი - ნეაპოლის ფილიალიც დაემატება.

როგორ გამოვაგზავნოთ ფული იტალიიდან?

ახალ ფილიალებთან ერთად, რიკოგრამის მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს! - ამიერიდან იტალიიდან ფულადი გზავნილები სულ რაღაც 1%-იანი ტარიფით გამოიგზავნება. თანხის გაგზავნა ძალზე მარტივია - ამისათვის მხოლოდ გამგზავნის და მიმღების პირადობა არის საჭირო, რომელებსაც რომელსაც თითოეული თანხის გამოგზავნის და მიღების დროს წარმოადგენს. 
რიკოგრამით გაგზავნილი თანხა სისტემაში 24 საათის განმავლობაში აისახება, ხოლო თანხის კონვერტაცია რიკო ექსპრესის ყველაზე სარფიანი კურსით იქნება შესაძლებელი. 

იტალიის ახალი ფილიალები FSG Poste-ს ოფისებში არის განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გამოგზავნისას შეგიძლიათ ამანათის გამოგზავნის სერვისითაც ისარგებლოთ.

რიკოგრამის ახალი ფილიალები იტალიაში:
•    რომი - 19 VIA MARGHERA
•    მილანი - 3 VIA RODOLFO FARNETI
•    ფლორენცია - 7/A VIA GUIDO MONACO
•    ბარი - 35 VIA GIUSEPPE DAVANZATI

იტალიიდან გამოგზავნილი თანხის მიღება მომხმარებელს საქართველოს თითქმის ქალაქში - რიკო ექსპრესის, საქართველოს თიბისის ტერა და ლიბერთი ბანკის ოფისებში შეეძლება, ხოლო გამოგზავნლ ამანათს FSG Poste ქსელში მიიღებთ. ამანათების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ ისარგებლო სახლში მიტანის სერვისით, ხოლო რაც შეეხება თანხას, შეგახსენებთ, რომ რიკო ექსპრესის ფილიალები ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში მუშაობს.