რატომ არ აკეთებს რიკო პორტირებას?  | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

რატომ არ აკეთებს რიკო პორტირებას? 

...

რიკო ექსპრესი სხვა ფინანსური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პორტირებას არ აკეთებს. აღნიშნულ საკითხზე რიკოში არაერთი ზარი და შეტყობინება შემოდის, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ საჭიროა ვრცალდ ავხუხსნათ ჩვენს მომხმარებლებს თუ რატომ არ ვაკეთებთ პორტირებას და ნათლად დაგანახოთ ამის მიზეზები.


როდესაც ვსაუბრობთ პორტირებაზე, ვგულისხმობთ სესხის ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გადატანას. ამ დროს მომხმარებელი, რომელსაც სესხი აქვს A კომპანიაში, B კომპანიასთან აფორმებს ახალ ხელშეკრულებას, მის წარმომადგენელთან ერთად A-კომპანიიდან გამოაქვს უზრუნველყოფის ნივთი და სესხის დაფარვას B კომპანიაში აგრძელებს. როგორც წესი პორტირების მთავარი მიზანი B-კომპანიის უფრო სარფიანი შემოთავაზებით სარგებლობაა - ჩვენთან 0.5, 0.4 0.000000001 პროცენტია! ერთი შეხედვით დაბალი საპროცენო განაკვეთი უფრო სარფიანი ჩანს, თუმცა სესხის გადატანიდან მალევე მომხმარებელს გაუთვალისწინბელი ფარული ხარჯების, საწევრო და საკოისიო გადასახადების გადახდა უწევს, რაც გაცილებით მეტ თანხას საჭიროებს. 


რიკო ექსპრესს ქვეყანაში საუკეთესო სალომარდე პირობები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირი რიკოდან პორტირდება, ძალიან დიდი ალბათობით შეცდომას უშვებს და სესხის გადატანიდან მალევე B კომპანიის C, შემდგომ კი D კომპანიით ჩანაცვლება მოუწევს. საუკეთესო არჩევანი კვლავ უკან, რიკოში დაბრუნება რჩება. სესხის პორტირების და საგარანტიო ნივთის უსაზღვრო მოგზაურობის შედეგად მომხმარებელს უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს არათუ რიკოსთვის, არამედ იმ B, C და D კომპანიებისთვის. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან პორტირების წახალისება მხოლოდ დააზარალებს ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას როგორც სესხის გადატანის, ასევე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მომსახურეობით სარგებლობისას, თუმცა ჩვენ არ ვეპირებთ ამ პროცესის წახალისებას. 

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც რიკო ექსპრესში სურთ სესხის გადმოტანა, მათ მივესალმებით, მაგრამ თავდაპირველი სესხის დაფარვა დამოუკიდებლად, საკუთარი ხარჯებით უნდა მოახერხონ.

другие статьи Full archive