ვაკანსია - დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი თბილისში | Rico Credit Skip to main content

სიახლეები

15 სექტემბერი, 2020

ვაკანსია - დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი თბილისში

მისო "რიკო ექსპრესი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა + პრემია+ მე-13 ხელფასი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
** სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება. (არაანაზღაურებადი სტაჟირება 1 თვე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის და ქალაქის დასახელება.

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 8 ოქტომბერი.

Other news

სრული არქივი