„რიკო ექსპრესი“ ახალი წლის დღეებში შეუფერხებლად მოგემსახურებათ | Rico Credit Skip to main content

სიახლეები

31 დეკემბერი, 2020

„რიკო ექსპრესი“ ახალი წლის დღეებში შეუფერხებლად მოგემსახურებათ

...

საყოველთაო დასვენება „რიკო ექსპრესს“ არ შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის მომსახურება, იქნება ეს ფულადი გზავნილები, სალომბარდე სესხები თუ ვალუტით ვაჭრობა, „რიკო ექსპრესის“ ყველა ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი. 

ქვეყანაში არსებული გადაადგილების შეზღუდვის გამო, 28 დეკემბრიდან მოყოლებული, „რიკო ექსპრესი“ 24 საათიანი რეჟიმის მაგივრად, დილის 5 საათიდან საღამოს 8:30-მდე მუშაობს. როგოც ცნობილია, აღნიშნული შეზღუდვები ახალი წლის და შობის ღამეს იხსნება, ხოლო სხვა დღეებში ის კვლავ ძალაში რჩება. სწორედ ამიტომ, „რიკო ექსპრესი“ ახალ წელსა და შობას 24 საათიანი რეჟიმით, ხოლო სხვა დღეებში 5:00-დან 8:30-მდე იმუშავებს. 

საახალწლო განრიგი:
31 იანვრამდე - 5:00-დან 8:30-მდე
ახალი წლის ღამეს - 24 საათის განმავლობაში
1-დან 6-იანვრამდე - 5:00-დან 8:30-მდე
შობას - 24 საათის განმავლობაში
7 იანვრიდან - 5:00-დან 8:30-მდე

„რიკო ექსპრესი“ გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას!

Other news

სრული არქივი