კომპანიის პოზიცია დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე შესვლის შესახებ | Rico Credit Skip to main content

სიახლეები

10 სექტემბერი, 2020

კომპანიის პოზიცია დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე შესვლის შესახებ

გამომდინარე რა, აღნიშნული საკითხი ეხება ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს, კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს და განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება აღნიშნულ საკითხს.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის მომხმარებლის თანმხლებ არასრულწლოვანს, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას 2 მეტრიანი დისტანცია.

დღესდღეობით, საქართველოში არსებული შეზღუდვები 6 წლამდე არასრულწლოვანს ათავისულებს დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისგან, ამავდროულად, კერძო კომპანიებს აძლევს უფლებას თავად განსაზღვრონ ვირუსის პევენციის ზომები.

მიუხედავად ამისა, დახურულ სივრცეში, სადაც დღის განმავლობაში ათასობით მომხმარებელი იყრის თავს, ვირუსის გადადების ალბათობა მაინც არსებობს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლების, მომხმარებლებისა და მათი თანმხლები არასრულწლოვანების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავამონტაჟოთ გარე სალაროები და ამავდროულად ავკრძალოთ პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში შესვლა ნებისმიერი მოქალაქისთვის.

მოგახსენებთ, რომ ამჟამად რიკო კრედიტის ფილიალების 80%-ში უკვე განთავსდა გარე სალაროები, (იხილეთ ფილიალების ჩამონათვალი) რომლებსაც უახლოეს მომავალში შეუერთდება სხვა ფილიალებიც. აღნიშნული ინფრასტრუქტურის გასამართად, რიკო ექსპრესმა 500 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. რიკოს ჯგუფისთვის თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დგას ნებისმიერ სხვა ინტერესზე მაღლა.

გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს გამოვთქვმთ, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მალე დაუბრუნდება.

Other news

სრული არქივი