იპოთეკური სესხი | Rico Credit Skip to main content

იპოთეკური სესხი

სესხი უძრავი ქონების გარანტიით

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ მომხმარებლებს სთავაზობს იპოთეკურ სესხებს, რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნასა და შემოსავალზეა მორგებული. „რიკო ექსპრესი“ უმთავრესი ამოცანაა შეთავაზებული პროდუქტები და მისი პირობები გამომდინარეობდეს მომხმარებლის კონკრეტული და რეალური შესაძლებლობიდან.
კომპანიის მიზანია დაიცვას ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის უფლებები, შესთავაზოს ისეთი სასესხო პირობები, რომელიც, უპირველესად, მომხმარებლის სარგებელზე იქნება ორიენტირებული და არ დაუშვას მოსარგებლის უფლებების დარღვევა და უმნიშვნელო დაზარალებაც კი.


საგარანტიო ქონება
სესხით სარგებლობის პირობებიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონება შეიძლება იყოს: თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ხაშურში, სამტრედიაში, თელავში, წყალტუბოში, ფოთსა და მცხეთის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება. კერძოდ: ბინა, საკუთარი სახლი, კომერციული ან არაკომერციული ფართი, აგარაკი.

"რიკო ექსპრესი" გასცემს  იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების გარანტიით.

იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარში შეადგენს თვეში 2%-დან, ეფექტური პროცენტი წლიური 26,84%-დან. იპოთეკური სესხის მომხმარებლებს მოეთხოვებათ შემოსავლების დადასტურება.

სესხის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაცია:
  • მესაკუთრის პირადობის მოწმობა (ერთად მცხოვრებ პირთა პირადობის მოწმობები,  დამატებითი დოკუმენტაცია ნოტარიუსის მოთხოვნის შესაბამისად);
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • მომსახურების გადასახადი 15 ლარი;
  • იპოთეკის ხელშეკრულება (დოკუმენტაციაფორმდება ადგილზე);
  • უძრავი ქონების  შემფასებლის მომსახურების საფასური 50 ლარი;
  • შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პროცენტის გადახდა ხდება ყოველთვიურად. სესხზე დარიცხული პროცენტის და სესხის ძირითადი თანხის დაფარვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. 
 „რიკო ექსპრესის“ ქსელში არსებული PAY აპარატებიდან გადახდა ხდება 24 საათის განმავლობაში, დამატებითი საკომისიოს გარეშე, თანხა კი ისახება მომენტალურად, რაც კიდევ უფრო ამარტივებს გადახდის მეთოდს.
ნებისმიერი ტიპის იპოთეკური სესხის პირობები სრულად გამჭვირვალეა. მომხმარებელი დაცულია ე.წ დამალული პროცენტებისგან და საკომისიო მომსახურებისაგან. 
იმ შემთხვევაში, თუ მომხარებელი დროულად ვერ ახერხებს სესხის პროცენტის დაფარვას, „რიკო ექსპრესი“ მას  გამარტივებულ პირობებს სთავაზობს.

სესხის კალკულატორი

ვალუტის კურსები

გადაახურდავე საუკეთესო პირობით
ყიდვა გაყიდვა
USD 3.0700 3.0750
EUR 3.6350 3.6450
GBP 4.0170 4.0370
RUR 0.0413 0.0429
TRY 0.3970 0.4370
CHF 3.3640 3.3840
CAD 2.1170 2.3170
AED 0.6370 0.8370
AMD 0.0044 0.0064

დამიკონვერტირე