რა არის რიკოს ზარდახშა და როგორ გავხდეთ VIP მომხმარებელი? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

რა არის რიკოს ზარდახშა და როგორ გავხდეთ VIP მომხმარებელი?

...

გამარჯობა, ამ ბლოგში „რიკო ექსპრესის“ ძალიან კარგ და საინტერესო სიახლეზე უნდა გესაუბროთ. სათაურიდან გამომდინარე ალბათ უკვე მიხვდით, რომ საუბარი VIP მომსახურებაზე გვექნება. საქმე ის არის, რომ ამიერიდან სალომბარდე სესხით სარგებლობისას შეგიძლიათ შეიძინოთ VIP პაკეტი, რომელიც გაცილებით გაგიმარტივებთ სესხის დაფარვის პროცედურას. 

რას ნიშნავს ოქროს ლომბარდის VIP მომსახურება?

„რიკო ექსპრესის“ VIP მომსახურება სალომბარდე სესხით სარგებლობლობის ახალი და ყველაზე მოხერხებული ფორმაა. 

VIP ლომბარდით სარგებლობისას თქვენი ნივთი მოთავსდება „რიკოს ზარდახშაში“ - ეს არის სამკაულის შესანახი სპეციალური ყუთი, რომელიც თქვენი საკუთრებაა და სესხის დაფარვის შემდეგ სახლშიც გამოიყენებთ. როგორც სურათზე ხედავთ ზარდახშები სამი ზომისაა: დიდი, საშუალო და პატარა. ასე რომ, ზარდახშაში თითქმის ყველა სახის სამკაულის მოთავსებაა შესაძლებელი. ზარდახშაზე დაიტანება თქვენი პირადი ინფორმაცია და მისი გამოყენება მრავალჯერ არის შესაძლებელი.

VIP მომსახურება განსაკუთრებულად მოხერხებულია მაშინ, როცა თქვენი სესხი უზრუნველყოფილია რამდენიმე ნივთით. ამიერიდან, „რიკო ექსპრესის“ VIP მომხმარებლებს სესხის დაფარვისას კუთვნილი ნივთების ეტაპობრივად გადახდა შეგეძლებათ.

თუ ადრე რამდენიმე ნივთით უზრუნველყოფისას სამკაულის გამოტანა მხოლოდ სესხის სრულიად დაფარვისას იყო შესაძლებელი, დღეს სესხის გადახდის იმ მომენტში, როდესაც ერთ-ერთი ნივთის ღირებულება დაიფარება, ნივთის გატანა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. 

მაგალითად: 

თუ 3 ნივთით არის სესხი უზრუნველყოფილი, ჯერ პირველ ნივთს დაფარავთ და გაიტანთ, შემდეგ მეორეს და ბოლოს კი მესამეს. 

თუ დაინტერესდით „რიკო ექსპრესის“ VIP მომსახურებით, გვესტუმრეთ, მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ. შეგახსენებთ, რომ რიკო ყოველდღე 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

Other articles Full archive