რიკო ექსპრესში სამუშაო საათები გაიზარდა | Rico Credit Skip to main content

სიახლეები

17 May, 2021

რიკო ექსპრესში სამუშაო საათები გაიზარდა

17 მაისიდან, ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებული გადაადგილების შეზღუდვის ვადების ცვლილების პარალელურად იცვლება "რიკო ექსპრესის" სამუშაო განრიგი.

ამიერიდან "რიკო ექსპრესის" ფილიალებში მომსახურების მიღება ყოველდღე დილის 5 საათიდან საღამოს 11 საათამდე იქნება შესაძლებელი.

მოგახსენებთ, რომ "რიკო ექსპრესი" მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლების ინტერესებს, სწორედ ამიტომ ჩვენი მომსახურება თავისუფალი გადაადგილების დროს ყოველთვის ხელმისაწვდომია, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ კი ტრადიციულ 24 საათიან რეჟიმს დავუბრუნდებით.