რატომ არის სესხის პორტირება წამგებიანი? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

პორტირება

რატომ არის სესხის პორტირება წამგებიანი?

...

პორტირება სესხის ერთი კომპანიიდან მეორეში გადატანას ნიშნავს. თუ A მიკორსაფინანსოდან B-ში პორტირდებით, მაშინ B კომპანია A-სთან დაფარავს თქვენს ვალდებულებას, უზრუნველყოფის ნივთს თავისთან გადაიტანს და მომხმარებელს ახალ კონტრაქტს თავაზობს. 

პორტირების მთავარი მიზეზი უკეთესი პირობებია - B კომპანია ამბობს: "მე საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი მაქვს!" მომხმარებელსაც ურჩევნია ნაკლები გადაიხადოს, მასაც გადააქვს სესხი B კომპანიაში, ის ბედნიერია, რადგან 0,3-ით ნაკლებ პროცენტს იხდის, თუმცა ორი-სამი თვის შემდეგ აღმოაჩენს, რომ პროცენტი გაიზარდა, თან საკომისიოები და სხვა ფარული ხარჯებიც გამოჩნდა და ჯამში სესხის დაფარვა უფრო ძვირი დაუჯდა.

გაინტერესებთ რატომ?

საქმე ის არის, რომ როგორც წესი კომპანიები პორტირებას გთავაზობენ მაშინ, როცა ერთგვარი „ფასდაკლების აქციები აქვთ“. ამ დროს ისინი თავიანთ ბუმბერაზ საპროცენტო განაკვეთს დროებით დაბლა წევენ და აცხადებენ - ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია! თუმცა იმას, რომ ეს აქცია მხოლოდ 2 თვე გრძელდება არსად, საერთოდ არსად არ გეუბნებიან, ხოლო როცა აქციის დრო გავა ისევ იმ ბუმბერაზ საპროცენტო განაკევეთს აბრუნებენ.

რიკო ექსპრესს პორტირება არ აქვს და ამის ჩვენებური ახსნაც გვაქვს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რიკოს ლომბარდი გთავაზობთ ქვეყანაში საუკეთესო პირობებს ფარული ხარჯების, წინსწრების საკომისიოს, ყოველგვარი მოსაკრებლის და მომსახურების გადახდის გარეშე. ასე რომ, თუ ვინმე რიკოდან პორტირდება, დიდი ალბათობით შვებს შეცდომას და ძალიან მალე სესხის უკან დაბრუნება იქნება საჭირო, საგარანტიო ნივთის აქეთ-იქით მოგზაურობა კი ყოველთვის დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული

ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებას, იქნება ეს პორტირება თუ სხვა კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან პორტირების დაშვებით ფუჭად დავხარჯავთ რესურსს და ვავნებთ მომხმარებლის ინტერესს

Other articles Full archive