უჯარიმო ლომბარდი - გადაიხადე როცა გინდა | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

უჯარიმო ლომბარდი

უჯარიმო ლომბარდი - გადაიხადე როცა გინდა

...

სესხის აღებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გადახდის პირობებია. ყველაზე კარგი სწორედ ის შეთანხმებაა, რომელიც მაქსიმალურად მოხერხებულად და კომფორტულად გაგრძნობინებს თავს. სწორედ ამიტომ, რიკო ექსპრესმა შეიმუშავა უჯარიმო ლომბარდის კონცეფცია, რაც, ერთის მხრივ, გათავისუფლებს ჯარიმისგან, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალებას გაძლევთ თავისუფლად მოირგოთ გადახდის სისტემა.

დაფარავთ ზუსტად იმდენს, რამდენიც დაგვიანების გარეშე უნდა გადაგეხადათ

როგორ წესი, ფინანსური ორგანიზაციები სესხის დასაფარად ყოველთვიურ გადახდას გვთვაზობენ. ამ დროს მომხმარებელი სესხის ძირს თვეში ერთხელ ფარავს, რაც ხშირ შემთხევაში მოუხერხებელია და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობთ, ან თქვენი შემოსავალი დამოკიდებულია სეზონურ ფაქტორებზე, შესაძლებელია ორ ან სამ თვეში ერთხელ გადახდა უფრო სარფიანი და მომგებიანი აღმოჩნდეს. უჯარიმო ლომბარდით სარგებლობისას, თქვენ შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ სესხის დაფარვის პერიოდი ერთიდან სამ თვემდე. ამასთან, გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ჯარიმა არ დაგეკისრებათ და დაფარავთ ზუსტად იმდენს, რამდენიც დაგვიანების გარეშე უნდა გადაგეხადათ.

რიკო ექსპრესში წინსწრების საკომისიოს არ გადაიხდით

სხვა ორგანიზაციების სესხით სარგებლობისას, ხშირად მომხმარებლები თავს იკავებენ წინსწრებით დაფარვისგან, რადგან ადრეულ გადახდას დამატებითი ხარჯებიც თან სდევს ხოლმე. რიკო ექსპრესი შემთხვევაში, ეს პრობლემა მოხსნილია. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, დამატებითი ხარჯის გარეშე, წინსწრებით გადაიხადოთ სესხის ძირი. ამ გზით უფრო სწრაფად დაფარავთ მთლიან თანხას და დროის შემცირებასთან ერთად, საპროცენტო განაკვეთის ხარჯიც შეგიმცირდებათ.

არ დაგავიწყდეთ, რომ რიკოში არ არის არანაირი ფარული ხარჯი, საწევრო ან საკომისიო გადასახადი. რიკო ექსპრესი ასევე გთავაზობთ ნივთის შეფასების ყველაზე მაღალ ფასებს. ორგანიზაცია მუშაობს 24/7-ზე რეჟიმში, რაც ამარტივებს როგორც გადახდას, ასევე ნებისმიერ დროს გაძლევთ სესხის აღების საშუალებას. ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, რიკო ექსპრესს აქვს ქვეყანაში ყველაზე მომგებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული სალომბარდე სესხის პირობები მთელ ქვეყანაში.

 

Other articles Full archive