"რიკო კრედიტმა" ტელეპროექტ "იმედის გმირის" გამარჯვებულს 1000 ლარიანი ოქროს თამასუქი გადასცა
ტელეპროექტ "იმედის გმირი 2011"-ის გამარჯვებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით გახდა მადინა შიუკაევა. ქალბატონ მადინას სხვა პრიზებთან ერთად პროექტის გენერალური სპონსორისაგან "რიკო კრედიტისგან" გადაეცა 1000 ლარიანი ოქროს თამასუქი. როგორც კომპანიის მენეჯერმა ვლადმერ შავლაყაძემ განაცხადა "რიკო კრედიტი" მადლობას უხდის იმედს და იმედის გმირებს რომ მიეცა საშუალება წვლილი შეეტანა ამ პროექტში.

"რიკო კრედიტის " ახალი ფილიალი პეკინის 5 ნომერში.
2011 წლის 29 ნოემბერს პეკინის 5 ნომერში " რიკო კრედიტმა" გახსნა ახალი ფილიალი. "რიკო კრედიტის" ყველა ფილიალის მსგავსად, პეკინის ფილიალიც იფუნქციონირებს 24 საათი დღეში, შვიდი დღე კვირაში და განახორციელებს სალომბარდე და საკონვერტაციო ოპერაციებს, ასევე შესაძლებელი იქნება რიკოში არესებულ ყველა ფულად გზავნილის მომსახურების გამოყენებაც.
"რიკო კრედიტი" სტუმრად ბიზნეს კურიერში
"რიკო კრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი 9 ნოემბერს სტუმრად იმყოფებოდა აკაკი გოგიჩაიშვილთან "ბიზნეს კურიერში". აკაკი გოგიჩაიშვილის კითხვაზე თუ როგორ ახერხებს "რიკო კრედიტი", რომელიც უკვე ჩამოყალიბებულ ბრენდად ითვლება, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს შეინარჩუნოს წამყვანი პოზიცია საბანკო და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს შორის ლაშა ნიკოლაიშვილი პასუხობს:
"კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ფინანსური სისტემა მაინც ვითარდება და ეს საშუალებას იძლევა გამართულად ვიმუშაოთ ჩვეც. მიკროსაფიფნასო ორგანიზაციები კონკურენტების გარეშე არიან არსებულ სიტუაციაში, ვინაიდან უფრო მოქნილი და სწრაფი სესხი ბევრად უფრო მიმზიდველია საბანკო ინსტიტუტებთან შედარებით, სადაც ეს პროცესი უამრავ დოკუმენტაციასთან და ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. "რიკო კრედიტში" კი ამ საკითხთან მიმართებით უფრო ლიბერალური მიდგომა გვაქვს, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნას ასეთ საქმიანობაზე. "რიკო კრედიტი" გავიდა რეგიონებშიც, განხორციელდა ორი უმსხვილესი შენაძენი ქალაქ ქუთაისში, კომპანია გეგმავს შესვლას ბათუმშიც. რეგიონებში გასვლის ერთ-ერთ პრიორიტეტს ისეთი საბანკო პროდუქტების შექმნა წარმოადგენს, როგორიცაა სოფლის მეურნების ინფრასტრუქტურის განვითარება და აგრო სესხები. "რიკო კრედიტმა" მოახერხა საკმარისი კაპიტალის მოძიება იმისთვის, რომ გამართულად იმუშაოს ამ მიმართულებითაც, რაც თავისთავდ წარმოადგენს მტკიცე გარანტს მისი ექსკლუზიური პროდუქტის, 18%-იანი "ოქროს თამასუქის" მფლობელებისთვის.
.png)
რიკო კრედიტი ფართოვდება
თბილისი(GBC) - "HSBC ბანკი- საქართველოს" კუთვნილი უმსხვილესი აქტივი - პეკინის #5-ში მდებარე ფილიალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ "რიკო ექსპრესმა" შეიძინა. აუქციონში, რომელიც 4 ნოემბერს, საღამოს გაიმართა, რამდენიმე მსხვილი ქართული ბანკიც მონაწილეობდა, თუმცა HSBC–ს ოფისის მფლობელი „რიკო ექსპრესი" გახდა.
„ჩვენს მიერ შეძენილი აქტივი აერთიანებს არა მხოლოდ საოფისე ფართს, არამედ HSBC–ს ტექნიკას, რომელიც ლონდონიდანაა ჩამოტანილი."რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 100%–ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი. ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, „რიკო ექსპრესი“ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ორ ახალ ფილიალს ქუთაისის ცენტრშიც გახსნის.
